welcome to jaba"s blog

მეცნიერების ვარაუდი

ამერიკელი მკვლევარების მტკიცებით, ბოლო 2 ათასი წლის მანძილზე, არქტიკაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა და ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ასი წლის მანძილზე ადამიანებმა, ატმოსფეროს დაბინძურება ე.წ სასათბურე გაზებით დაიწყეს.
ამ დასკვნამდე მკვლევარები 23 ყინულის ობიექტის შემოწმების შედეგად მივიდნენ.


ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა სტივენ ჩუმ, ობამას მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრებს მთელი მსოფლიოს თეთრად შეღებვა შესთავაზა, რათა გლობალური დათბობა თავიდან ავიცილოთ, იუწყება The Times.
ამ დასკვნამდე ჩუ მას შემდეგ მივიდა, რაც გაანალიზა, რომ ნათელ ფერებში შეღებელი სახლის სახურავები და გზის საფარი მზის სინათლის 80%-ს ირეკლავს, ხოლო მუქი - მხოლოდ 20%-ს. მისი გათვლებით, იდეის განხორციელების შემდეგ სითბური აირების გამოტყორცნა კოლოსალურად შემცირდება, რაც დაახლოებით 11 წლის მანძილზე ავტომობილების საერთოდ არ გამოყენების ტოლფასი იქნება.
აღსანიშნავია, რომ სტივენ ჩუ ავტორიტეტული და პატივსაცემი ფიგურაა ენერგეტიკულ წრეებში. ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მან 1997 წელს ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენებით გაგრილებისა და ატომების დაჭერის კვლევისთვის მიიღო.
არქიტექტურულ-სამშენებლო სამმართველოებს უნდა მოვთხოვოთ, რომ ყველა ბრტყელი სახურავი თეთრ ფერში შეიღებოს, ხოლო დამრეცი - გრილ ფერებში, რომლებიც ნაკლებ სითბოს აბსორბაციას ახდენენ. გზები უფრო ნათელი უნდა გახდეს, დაახლოებით ბეტონის ნატურალური ფერის, რათა კაშკაშა მზის გამო მძღოლს თვალი არ მოეჭრას, - ნათქვამია სტატიაში.
თეთრი საღებავი ჰაერის კონდიცირების დანახარჯებსაც შეამცირებს, რადგან შენობა ნაკლებად გახურდება.


ჩინეთის ოკეანოლოგიის სახელმწიფო მართვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ პირველები შანხაი და ტიანცზინი ჩაიძირებიან.
ჩინეთის რაიონში ზღვის დონე 2-3 ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საშუალოდ მთელს პლანეტაზე. ყველაზე სერიოზული საშიშროება ემუქრება ქალაქებს შანხაის და ტიანცზინს. შანხაი თავადაც მიდის წყლის ქვეშ, გრუნტი წყლების არარაციონალური გამოყენებისა და მასიური მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის გამო. სამწუხარო მომავალი ელის ინდურ ნაციონალურ პარკს სანდერბანსსაც, რომელიც დაბლობ მიწებზეა განლაგებული დასავლეთ ბენგალიის კუნძულებზე. მეცნიერთა აზრით, საფრთხე ყველა მატერიკს ემუქრება.
ჩინეთის ოკეანოლოგიის სახელმწიფო მართვის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ზღვის დონე ქალაქების შანხაი და ტიანცზინის რაიონებში, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე დანარჩენი ჩინური ქალაქების გარშემო, იუწყება ჩინური გამოცემა Shanghai Daily.
მოყვანილი ციფრების მიხედვით, ჩინეთის გარშემო ზღვის დონის ზრდა 2-3 ჯერ აღემატება ზღვის დონის საშუალო მატებას პლანეტაზე. კერძოდ, შანჰაის რაიონში მატებამ 115 მმ შეადგინა, ხოლო ქალაქ ტიანცზის გარშემო - 196 მმ.
თუმცა მეგაპოლისს მხოლოდ ზღვა როდი ემუქრება, იგი თავადაც იწევს ქვევით არანაკლებ 7 მმ წელიწადში, გრუნტის წყლების არარაციონალური გამოყენებისა და მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის გამო, რომელმაც მასობრივი ხასიათი მიიღო. დღეისათვის, ქალაქში უკვე 18 სართულზე მაღალი 4 ათასზე მეტი ნაგებობაა.
საშუალოდ ქვეყანაში, 1977 წლიდან ზღვის მატებამ 90 მმ შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (მსოფლიო მასშტაბით) დაფიქსირებულია ფუცზიანისა და გუანდუნის პროვინციებში - 50-60 მმ.
დედამიწის ”დნობის” ძირითადი მიზეზი ექსპერტების აზრით გლობალური დათბობაა: 30 წლის განმავლობაში სანაპიროზე ტემპერატურამ 1.1 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ზღვის ტემპერატურამ - 0.9 გრადუსით მოიმატა. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა აგრეთვე შტორმებისა და ე.წ. წითელი მოქცევის რაოდენობაც, როდესაც წყალში წითელი წყალმცენარეები ყვავიან.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ზღვის დონის მატების სიჩქარე პლანეტაზე გახდა 2-3 მმ წელიწადში, აზუსტებს გამოცემა. ჩინეთის გარდა, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი პლანეტაზე არის ინდოეთის ნაციონალური პარკი სანდერბანსი, რომელიც ბენგალიის ასობით დასავლეთ კუნძულზეა განლაგებული.
მატერიკების გაქრობის საშიშროების შესახებ კლიმატოლოგები დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდნენ. კერძოდ, გასული წლის დეკემბერში კალიფორნიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დედამიწაზე კლიმატი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.
არქტიკაზე ყინულების შემცირების შესახებ თავიანთ პროგნოზებში, მკვლევარები შეცდნენ მინიმუმ 30 წლით. უკვე გაქრობის პირასაა ამ ორი პლანეტის არა მარტო ცოცხალი არსებები, არამედ თავად მატერიკებიც.
აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი გეოფიზიკის, ვისლავ მასლოვსკის, მოსაზრებით ყინულების ლღობა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში უკვე 5-6 წელიწადში დაიწყება. განსაკუთრებით ინტენსიური ეს პროცესები ზაფხულობით იქნება.
ჩინეთი, რომლიც გაქრობის საფრთხის შესახებაც ქვეყნის კლიმატოლოგებმა განაცხადეს, მრავალფურცლიან კვლევათა სიაში მოხვდა, რომელიც ოონ-ის ინიციატივით შეიქმნა. მეცნიერებმა, უახლოესი 10 წლის შემდგომ გეოპოლიტიკურ რუქაზე კლიმატური ცვლილებების გავლენის სურათის წარმოდგენა სცადეს.
კერძოდ, ნავარაუდევია, რომ კლიმატური ცვლილებები რადიკალურად შეცვლის ქვეყნის ურბანიზაციის პროცესებს. თანაც, ჩინეთი არა მარტო გვალვისა და ქარიშხლებისგან დაზარალდება, არამედ უხვი ნალექისგანაც.
ექსპერტების ვარაუდით, ჩრდილოეთ რაიონებში მოხდება გაუდაბნოება, ხოლო სამხრეთი შეწუხდება განუწყვეტელი წყალდიდობებისა და მეწყერისგან. რის შედეგადაც, სოფლის მოსახლეობა ქალაქისკენ დაიძვრება.
”ჩინეთის ხელისუფლება გაიხლიჩება კლიმატურ გამოწვევებსა და ეკონომიკურ-პოლიტიკურ ლიბერალიზაციას შორის”, - ასკვნიან ექსპერტები.
ყველაზე უარეს შემთხვევაში, 2025 წლისთვის სანაპირო გაუკაცრიელდება ტაიფუნებისა და წყალდიდობების გამო.
ლტოლვილთა მასების კონცენტრირება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდება, ხოლო ჩინეთის არმია, ამერიკის შეერთებული შტატების სცენარის მსგავსად, სისხლისღვრით აღკვეთს ხალხის მოზღვავებას